ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისია საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს. ევროკომისიის შეფასებით, საერთო ჯამში, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა შესრულება გრძელდება და მოსალოდნელია განხორციელების შემდგომი გაუმჯობესება, თუმცა ყურადღებას საჭიროებს შემდეგი სფეროები:

კამპანიების გაგრძელება უვიზოდ მგზავრობის წესების შესახებ, მიგრაციის ანალიტიკური და რისკების ანალიზის სისტემების დასრულება და ძალისხმევის გაძლიერება მიგრაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზების გადასაჭრელად;

ევროპოლთან გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედების პრიორიტეტად ქცევა და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (Eurojust) შეთანხმების მიღწევა;

ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის რეფორმის დასრულება და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნის პრიორიტეტად ქცევა;

ტრანსსასაზღვრო სამართალდამცავი ღონისძიებებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის გაგრძელება და მეტად გაძლიერება;

ძალსიხმევის გაძლიერება ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის აღსრულების მიმართულებით, ასევე, დანაშაულებრივი აქტივების მიგნების, დაყადაღებისა და კონფისკაციის მიმართულებით, მათ შორის საზღვრებს მიღმაც. "აქტივების აღდგენის აპარატის" ეროვნული წარმომადგენლის შერჩევა. კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის "ფულის გათეთრების წინააღმდეგ" მეოთხე დირექტივასთან;

ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების დამტკიცება, რათა მისი განხორციელება უფრო ეფექტური გახდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო