ნიკა მელია - კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში იმის გამო კი არ უნდა მოუხადოს, რაც მან იკადრა, არამედ იმაზე, თუ რა დღე დაატეხა ქვეყანას მისმა გუნდმა და უშუალოდ მან

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდრი ნიკა მელია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს.

როგორც მელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, კვირიკაშვილი არა მის სიტყვებზე, არამედ იმაზე გაღიზიანდა, რომ მას ოპოზიციის მიერ დასმულ მწვავე კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა.

მელიას განცხადებით, კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში არა პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო, არამედ იმ რთული ვითარების გამო უნდა მოუხადოს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.

„ბატონმა კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში იმის გამო კი არ უნდა მოუხადოს, რაც მან იკადრა, არამედ იმაზე, თუ რა დღე დაატეხა ქვეყანას, უკანასკნელი წლების განმავლობაში მისმა გუნდმა და ბოლო ორი წლის განმავლობაში უშუალოდ მან, როგორც პრემიერ–მინისტრმა.

ადამიანი არ პასუხობდა კონკრეტულ კითხვებს, რომელიც მაინტერესებს არა როგორც ნიკა მელიას, არამედ კითხვები, რომლიც არის ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა მოქალაქის სატკივარი. ეკონომიკა, მძიმე სოციალური მდგომარეობა, ის, რომ კვირიკაშვილის მთავრობა სამოქალქო მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს და ყოველდღე მძიმე კრიმინალური ფაქტი ფიქსირდება. მან ამაზე უნდა მოიხადოს ბოდიში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა