სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უღირსებო კაცუნები არიან - როდესაც ღირსება არ გაგაჩნია, სხვის ღირსებაზე ვერ იფიქრებ

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უღირსებო კაცუნები არიან - როდესაც ღირსება არ გაგაჩნია, სხვის ღირსებაზე ვერ იფიქრებ, - ასე გამოეხმაურა დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრის დროს, გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას.

”ნაციონალური მოძრაობის წევრები - ძველები თუ ახლები ჩვეულებრივი კრიმინალური მენტალიტეტის ძველი ბიჭები არიან. მათ არ გააჩნიათ არანაირი ღირსება, ამიტომაც მათთვის ადამიანის ღირსების შელახვა ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც ღირსება არ გაქვს, სხვის ღირსებაზე ვერ იფიქრებ. ამიტომ იყო ის, რასაც 9 წელი აკეთებდნენ. იგივეს ახლა ვერ აკეთებენ და გულზე არიან გამსკდრები. ახლა სიტყვით ცდილობენ იმის გაკეთებას, რასაც მანამდე საქმით აკეთებდნენ. ისინი არიან სამარცხვინო ადამიანები და საქართველოს ისტორიაში სამარცხვინოებად შევლენ”, - განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა