მამუკა მდინარაძე - ყველანი ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ემოცია

ყველანი ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ემოცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

"ძალიან რთულია ემოციების გარეშე შეაფასო მსგავსი მოვლენები. ისინი აგრძელებენ ნერვების მოშლას არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ვცდილობთ მეტი მოთმინებით შევხვდეთ. თუმცა ძალიან რთული მოსათმენია, როცა უზრდელობის და პროვოკაციების ფონზე აპირებენ ისინი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრის ფორმატი აშკარად იყო დარღვეული სპეციალურად პროვოკაციისთვის, რადგან სხდომას ფრაქციის მხოლოს ორი წევრი ესწრებოდა, როცა ყველა წევრი უნდა ყოფილიყო.

"კომპარტიის მავარი იერიშები არ უნდა განეხორციელებინათ. ყოვლად მიუღებელია მსგავსი პროვოკაციები და "ნაციონალური მოძრაობის“ ის სახე, რომელსაც აჩენდნენ, აჩენენ და ალბათ, მომავალშიც გამოაჩენენ. მე ინციდენტი არ მინახავს და კონკრეტულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, თუმცა ყველანი ადამიანები ვართ, ყველას გვაქვს ემოცია და როცა გაყენებენ მძიმე შეურაცხყოფას, ძნელი მოსათმენია. არსებობს პოლიტიკური კულტურა და უნდა ისწავლონ მითუმეტეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაღი დაასვეს ამ ქვეყანას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო