ნუკრი ქანთარია - მომხდარი ინციდენტი მთავრობის წევრობის კანდიდატთა ნდობის გამოცხადების პროცესზე გავლენას არ იქონიებს

ასეთი დაძაბული დღის შემდეგ, რაღაც გარკვეულ არსებას, საზიზღრობის ნარევ ჰიბრიდს, ჰქონდა ერთადერთი მიზანი, განეხორციელებინა პროვოკაცია და ეს მეტ-ნაკლებად გამოუვიდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

უმრავლესობის წევრის თქმით, გუშინ მომხდარი ინციდენტი მთავრობის წევრობის კანდიდატთა ნდობის გამოცხადების პროცესზე გავლენას არ იქონიებს. მისივე განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობაში ურყევი ნდობა აქვს გამოცხადებული.

„კვირიკაშვილი გამოიყვანეს წყობიდან და მოიქცა ისე, როგორც უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ფიქრობს ღირსებაზეც. ამ შემთხვევაში ეს არ იქნება ნდობის გამოცხადების საკითხში ბარიერი. მე ნამდვილად არ მინდა ისეთი პრემიერ–მინისტრი, რომელიც ყველაფერს ჩაყლაპავს. შესაძლებელია სხვა ფორმით, მაგრამ როდესაც გესაუბრებიან იმ სიტყვებით, ძნელი აღმოჩნდა თავის შეკავება“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო