ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, რეგლამენტის დარღვევა აღკვეთოს და უზრუნველყოს, რომ „თავხედური გამოხტომები“ აღარ განმეორდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა აღკვეთოს და უზრუნველყოს, რომ „თავხედური გამოხტომები“ აღარ განმეორდეს.

ამის შესახებ გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„ეს იყო უპატივცემულობის გამოხატულება არამარტო მთავრობის, პრემიერ კვირიკაშვილის - ჩვენი გუნდის ლიდერის მიმართ, არამედ ეს იყო უპატივცემულობა, გამოხატული პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ, იმ რეგლამენტის მიმართ, რომელზეც დგას ჩვენი ინსტიტუტის გამართული მუშაობა. ბატონო თავმჯდომარევ, თქვენ მოგმართავთ პირადად, მომავლისთვის გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ექსცესები, ასეთი თავხედური გამოხტომები არ იყოს, განსაკუთრებით იმ ადამიანებიდან, რომელთაც არ ეკუთვნით ხოლმე ასეთ ფორმატში იქ ყოფნა და ძალიან გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ ასეთი რამ არ მოხდეს, განსაკუთრებით არ მოხდეს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა. არაფერი ესაქმებოდა იქ დღეს ბარამიძეს, მიუხედავად იმისა, რამდენი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ის; არაფერი ესაქმებოდა იქ ყოფილ მინისტრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მომავლისთვის გავითვალისწინოთ, რომ უმკაცრესად იყოს აყვანილი კონტროლზე ასეთი თავხედური გამოხტომები“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დაპირისპირება გუშინ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, რა დროსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა