გიორგი კვირიკაშვილი - ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის დახმარებაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის დახმარებაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ იტყვის, - ამის შესახებ კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით რუსეთისთვის დახმარების თხოვნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ბორჯომის ხანძრის დროს ტექნიკის გამოყენებას რაც შეეხება, პირველივე დღეს იყო ნოტა გაგზავნილი რუსეთის მთავრობაში, შვეიცარიის მეშვეობით ჩვენ გადავეცით ეს ნოტა. იქ იყო საჭირო ტექნიკა, რომელიც საცეცხლე კერებთან ახლოს მიდიოდა. ყველაზე ეფექტური ასეთ დროს აღმოჩნდა ვერტმფრენებით წყლის მიტანა საცეცხლე კერებთან და ჩვენ მივიღეთ დახმარება და აღარ ჩამოვთვლი იმ ქვეყნებს. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ცეცხლის კერა გაიზარდა და ახალ ტერიტორიებზე გადასვლის საფრთხე გაჩნდა, იმ ღამესვე მივიღე გადაწყვეტილება და ღამის 2 საათზე დავურეკე ზურაბ აბაშიძეს, რომ დილისთვის სასწრაფო წესით განეახლებინა ჩვენი მოთხოვნა. იქიდან წამოვიდა თანხმობა, მაგრამ ქარის მიმართულებამ და არსებულმა ტექნიკამ დილით მოგვცა საშუალება, რომ ლოკალიზება გაგვეკეთებინა ცეცხლის და ნამდვილად აღარ გახდა საჭირო დიდი თვითმფრინავების შემოყვანა. დამერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან თუ გახდება საჭირო, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, არავითარ შემთხვევაში, ასეთ დახმარებაზე უარს არ ვიტყვი. მე არ მაქვს არანაირი უფლება ასეთი უარი ვთქვა პოლიტიკური მიზეზების გამო და მზად ვიყავი, მიგვეღო ეს დახმარება. მთელი ამბავი ატყდა ამაზე და საერთოდ არ მაღელვებს იმ ადამიანების რეაქცია, რომელიც ამ ტიპის დახმარებაზე უარყოფითი რეაქცია გააკეთეს, არ მაინტერესებს, იმიტომ რომ, ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ერთი პატარა ჯგუფი ადამიანების მიერ ბორკილებდადებულები და ჩვენი ქვეყნის შველა როცა არის საჭირო, არ ვუშველოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს