დონალდ ტრამპი დაფინანსებას შეუწყვეტს იმ ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ამერიკის წინააღმდეგ მისცემენ ხმას

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ამერიკის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, დაფინანსებას შეუწყვეტს.

„ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც. შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენს წინააღმდეგ ხმა. ბევრ თანხას დავზოგავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გუშინ, გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებით დააკვირდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიას, რომელზეც იერუსალიმის საკითხი განიხილება.

“გაერო-ში ჩვენ ყოველთვის მოგვთხოვენ უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო მეტი გავცეთ. როდესაც ამერიკელი ხალხის ნებით გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის თაობაზე, თუ სად განვათავსოთ ჩვენი საელჩო, არ ველოდებით იმას, რომ ვისაც ვეხმარებით, მათი სამიზნე გავხდებით. ხუთშაბათს კენჭისყრა გაიმართება, სადაც ჩვენი არჩევანის გაკრიტიკება იგეგმება. აშშ ჩაინიშნავს მათ სახელებს”, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ.

იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით კენჭისყრა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე თურქეთისა და იემენის მიერ იყო ინიცირებული. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და განკარგულება გასცა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ, რასაც მუსლიმურ სამყაროში აღშფოთება მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა