თურქეთი ამერიკას სხვა ქვეყნებზე ზეწოლასა და დაშინებაში ადანაშაულებს

თურქეთი ამერიკას გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე კენჭისყრის წინ, სხვა ქვეყნების დაშინებასა და მუქარაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.

„ჩვენ ვიცით, რომ აშშ, რომელიც მარტო დარჩა, მუქარის მეთოდს მიმართავს. ისინი ამბობენ: „ჩვენ დავაკვირდებით, ვინ და როგორ მისცა ხმა, მოვახსენებთ პრეზიდენტს, ქვეყნებს ჩავინიშნავთ“. რას გააკეთებთ მათი ჩანიშვნით? მათ ოკუპირებას მოახდენთ, თუ დასჯით?! ეპოქა შეიცვალა. არც ერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არ დანებდება ასეთ ზეწოლას. ყველა მიიღებს თავის სინდისთან შესაბამის გადაწყვეტილებას. ამერიკამ უარი უნდა თქვას ასეთ მეთოდებზე“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებთან საუბრისას ნიუ-იორკში გამგზავრების წინ.

გაერო-ში აშშ-ს ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებით დააკვირდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიას, რომელზეც განიხილება იერუსალიმის საკითხი. “გაერო-ში ჩვენ ყოველთვის მოგვთხოვენ უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო მეტი გავცეთ. როდესაც ამერიკელი ხალხის ნებით გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის თაობაზე, თუ სად განვათავსოთ ჩვენი საელჩო, არ ველოდებით იმას, რომ ვისაც ვეხმარებით, მათი სამიზნე გავხდებით. ხუთშაბათს კენჭისყრა გაიმართება, სადაც ჩვენი არჩევანის გაკრიტიკება იგეგმება. აშშ ჩაინიშნავს მათ სახელებს”, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ. მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა მას დაავალა იმ ქვეყნების შესახებ აცნობოს, ვინც აშშ-ს წინააღმდეგ მისცემს ხმას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა