პროფკავშირების გაერთიანება დღეს წლიური საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს

პროფკავშირების გაერთიანება დღეს, საზოგადოების წინაშე წლიური საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშით წარდგება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, 2017 წელს მიღწეული წარმატებების, განხორციელებული პროექტების, გამოწვევებისა და არსებული პრობლემების შესახებ პრეზენტაციას ირაკლი პეტრიაშვილი წარმოადგენს.

საუბარი შეეხება 2018 წლის პრიორიტეტებს, მათ შორის ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის საკითხს, საპენსიო რეფორმას, შრომის კოდექსს, ქალთა უფლებებს, მინიმალური ხელფასის განსაზღვრას და ა.შ

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პროფკავშირების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა