თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ნატბეურების დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, მარკო პოლოს, მეფე მირიანის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), გრიგოლ ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) და გივი ამილახვარის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლუბლიანას და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ბეთანიას, დაბა კიკეთის და დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იეთიმ გურჯის, ჩახრუხაძის, ავლევის, ნიშნიანიძის, ნაკაშიძის და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს