გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 დეკემბერს, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 835 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, ქალილო, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში.

ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11:20-დან 18:00 საათამდე 1921 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ლიშო, ღულელები, ევჟენტი და მიმდებარე სოფლებში.

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 12:00-დან 16:00 საათამდე 228 აბონენტს მამკოდაში, ლელუბანში, მშრალხევში, ნადიკვრებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა