ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ჩინეთში შეხვედრები გამართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის ქალაქ იბინში (Yibin) გამართულ გამოფენა-ფორუმში China international Spirits Culture Festival 2017 მონაწილეობდა, სადაც საქართველო, საფრანგეთთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, სიჩუანის პროვინციის გუბერნიისა და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, აბრეშუმის გზის პროექტ - "ერთი გზა ერთი სარტყელის" ფარგლებში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, ასევე მონაწილეობდა პანელურ დისკუსიებში.

გიორგი სამანიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მისი მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების მიზნით განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.

ვიზიტის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრები სიჩუანის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ კომერციულ პირებთან გამართა, სადაც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო 2018 წელსაც გააგრძელებს აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ამ ქვეყანაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის მიზნით.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიულ ბაზრად. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6,73 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. ჩინეთი, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა