რუსთავის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის პარამეტრები, როგორც შემოსულობების, ისე ხარჯების ნაწილში, ადგილობრივი შემოსავლების გათვალისწინებით, 36 მლნ ლარამდე განისაზღვრა.

როგორც სხდომის მიმდინარეობისას რუსთავის მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერიც დაემატება. რუსთავში2018 წელის ბიუჯეტის პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დაფინანსება.

2018 წლის ბიუჯეტს რუსთავის საკრებულოს უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ევროპული საქართველოს“ ხუთ დეპუტატს.

როგორც ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნანა შატბერაშვილმა განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატების წინადადებები, ისინი ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას არ აიღებენ და მხარს არ დაუჭერენ.

სხდომის მიმდინარეობისას რუსთავის საკრებულომ 2018 წლის სოციალური პროგრამებიც დაამტკიცა, რომელთა რაოდენობა 27 -მდე იზრდება. მიმდინარე პროექტებთან ერთად, სამი ახალი პროგრამის: დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამაში ჩართული მოქალაქეების ყოველთვიურ დახმარებას (ტრანსპორტის ხარჯების დაფარვაში ხელშეწყობა) 60 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დახმარებას, მათი საჭიროებების მიხედვით, ასევე, ტოტალურ უსინათლოთა გამცილებლების მომსახურების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც უსინათლოების საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი გამცილებლებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

სოციალური პროგრამების ბიუჯეტი ჯამში 2 751 205 ლარით განისაზღვრა.

ამასთან ერთად, საკრებულომ რიგით მეორე სხდომაზე, რუსთავის მერიის მიერ წარმოდგენილი 9 მილიონ ლარამდე ღირებულების 11 ინფრასტრუქტურული პროექტი მოიწონა, რომელთა განხორციელებაც 2018 წელს იგეგმება. პროექტები დაფინანსების მოპოვების მიზნით, თავდაპირველად სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს, ხოლო შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარედგინება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა