ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო აღნიშნული მარაგულირებელი დოკუმენტის შექმნას მისი საჭიროებიდან გამომდინარე მიესალმებიან.

„პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ინიცირება გაუკეთა სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნას. რაკი საქართველოში ეს ახალგაზრდა პროფესიაა, აქამდე არ არსებობდა ამ პროფესიის ყოვლისმომცველი, მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტი. დღითიდღე იზრდება სოციალურ მუშაკებზე მოთხოვნა, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ისე არასამთავრობო სექტორში. პროფესიის აქტუალობიდან გამომდინარე, ძალიან დროული და მნიშვნელოვანია მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიის სწორ განვითარებასა და ხარისხიანი სოციალური სამუშაოს შესრულებას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიესალმება სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნას მისი მნიშვნელობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიის გასაძლიერებლად და უკეთ მხარდასაჭერად აუცილებელია მისი საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა. ჩვენი უწყებები მზად არიან ითანამშრომლონ სამთავრობო, თუ არასამთავრობო სექტორთან თანამედროვე, საჭიროებებზე ორიენტირებული, ეფექტური და მოქნილი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზებას, მის პრესტიჟულ პროფესიად ქცევას, დაეხმარება პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს სამუშაოს ეფექტურად წარმართვასა და საქმიანობის ხარისხის ამაღლებაში – საზოგადოების მოთხოვნების და გამოწვევების საპასუხოდ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო