მთაწმინდის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა

მთაწმინდის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, ეშმაკის ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გიგანტური ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაობს კერძო კომპანია „კანო“ ასრულებს. როგორც „რუსთავი 2“-თან სუბრისას მთაწმინდის პარკის გენერალური დირექტორი გელა დიღმელაშვილი აცხადებს, უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით ის ვერ ისაუბრებს, ვინაიდან არ იცის, თუ რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში.

„გუშინ უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა კიდევ ერთი. ამჟამად მიმდინარეობს ძიება, რომელიც დაადგენს ამ უბედური შემთხვევის მიზეზებს“, - განაცხადა გელა დიღმელაშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: უბედური შემთხვევა მთაწმინდაზე - ატრაქციონის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა