”საქართველოს ბანკის” დაფინანსებით კიდევ ერთი სოციალური საწარმო “ჭკვიანი გემო“ წნორში გაიხსნა

”საქართველოს ბანკის” დაფინანსებით კიდევ ერთი სოციალური საწარმო “ჭკვიანი გემო“ ქალაქ წნორში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

სამოქალაქო ინიციატივის პროექტმა, ”საქართველოს ბანკის” ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ 2016 წელს გამოცხადებულ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერ კონკურსში გაიმარჯვა და ბანკმა პროექტი 39 ათასი ლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა.

”სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემო“ ქალაქ წნორში ორ სივრცეს აერთიანებს - საცხობს და საგანმანათლებლო სივრცეს, რომელშიც 4 პირია დასაქმებული, მათ შორის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი. პროექტის ფარგლებში გარემონტდა და მოეწყო სამზარეულო, რომელიც აღიჭურვა სპეციალური დანადგარებით, მძლავრი ღუმელებით, რაც პარალელურ რეჟიმში შესაძლებელს ხდის, ერთდროულად დამზადდეს რამდენიმე სახეობის პროდუქტი. ამასთან, დაფინანსებული თანხით შეძენილ იქნა ე.წ სკუტერი, რომლის დახმარებითაც გაიმართა პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისი.

რაც შეეხება საგანმანათლებლო სივრცეს - პერიოდულად მოეწყობა როგორც შემეცნებითი შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები, ასევე ზღაპრების კითხვის საღამოები მცირეწლოვანი სტუმრებისთვის. გაიმართება, სხვადასხვა სოციალური აქტივობები, რომელიც წნორის მოსახლეობის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება საინტერესო. აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმოს შემოსავალი წნორის მოსახლეობის სოციალურ აქტივობებში ჩართვას და შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების განვითარებას და დასაქმებას მოხმარდება.

”საქართველოს ბანკმა” გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტი თანხის ოდენობით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს