პრეზიდენტმა მოსახლეობას საახალწლოდ ქართული პროდუქციის შეძენისაკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანიის "მოითხოვე ქართული" ფარგლებში, კომპანიებს "ნატახტარსა" და "ზედაზენს" ეწვია, რომელშიც "ბარამბოს" პროდუქციის საპრეზენტაციო სტენდიც იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად დაათვალიერა "ზედაზენის" ქართული ლუდისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი ქარხანა, რომელშიც ამჟამად 700 ადამიანია დასაქმებული. საქართველოს პრეზიდენტს კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა უმასპინძლა. პრეზიდენტი ლუდის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო და საწარმოო პროცესი დაათვალიერა.

კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, ტექნოლოგიური აღჭურვითა და ნედლეულის ხარისხით "ზედაზენი" უახლესი სტანდარტების ლუდსახარშია და მისი პროდუქციის ექსპორტი უკვე განხორციელდა მსოფლიოს 23 ქვეყანაში. ჩეხი და გერმანელი მოწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კი, სისტემატურად მუშაობენ საერთაშორისო ხარისხის და სტანდარტის დამკვიდრებაზე.

"ზედაზენში" კომპანია "ბარამბომ" პრეზიდენტს საახალწლო ხაზის პროდუქციის საპრეზენტაციო სტენდი წარუდგინა.

ლუდსახარშში "ნატახტარი" საქართველოს პრეზიდენტს კომპანიის წარმომადგენლებმა გიორგი ქოქიაშვილმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა და გენერალურმა დირექტორმა ჯუნეით არათიმ უმასპინძლეს და კომპანიის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, ლუდსახარში ქართული ლუდის ბაზრის 50 პროცენტზე მეტი წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს ლუდის ცხრა ბრენდს, ორ ქვებრენდს და ლიმონათის რვა არომატს სთავაზობს.

"დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ კამპანია "მოითხოვე ქართული". ამ კამპანიის სულისკვეთებით ჩვენ შემოვიარეთ ფაქტიურად საქართველოს ყველა რეგიონი, ვნახეთ არაერთი ქართული წარმოება, რომელიც ამდიდრებს საქართველოს, ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ქართულ ბიზნესს. დღეს ჩვენ ვართ ჩემთვის განსაკუთრებით ახლოს, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში, მოვინახულეთ "ზედაზენი", "ბარამბო", "ნატახტარი".მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას, მნიშვნელოვანია პრაგმატული, ყოველდღიური პატრიოტიზმი. ეს გამოიხატება იმაში, რომ უნდა მოითხოვოთ ქართული პროდუქცია, შეიძინოთ ქართული პროდუქცია, გააძლიეროთ საქართველო. ნამდვილად, ის საახალწლო სუფრა, რომელიც მე მინდა, რომ ყველა ოჯახში ხვავიანი და ბარაქიანი იყოს კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს თუ სავსე იქნება ქართული პროდუქციით, რომელიც ნაწარმოებია საქართველოში, ქართველების მიერ და რომელიც ჩვენს მოქალაქეებსაც გაამდიდრებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა