პროკურატურის წარმომადგენლებმა ნარკოტიკული დანაშაულის თემაზე სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა, ნარკოტიკული დანაშაულის თემაზე „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პროკურატურიდან აცნობეს, ღონისძიება სტუდენტური კლუბის (E Pluribus Unum) მომართვის საფუძველზე ჩატარდა და მას 50-მდე მონაწილე ესწრებოდა.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს სტუდენტებთან ნარკოტიკული დანაშაულის თემაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

საჯარო ლექციის ფორმატში განხილული იქნა საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები, სასჯელის სახეები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული შედეგები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს დანაშაულის პრევენციას და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა