საია - კვლევის შედეგებით ნათლად ჩანს, რომ ქალთა მეტი მონაწილეობა პოლიტიკაში, როგორც ბუნებრივი პროცესი, არ ხდება

კვლევის შედეგებით ნათლად ჩანს, რომ ქალთა მეტი მონაწილეობა პოლიტიკაში, როგორც ბუნებრივი პროცესი არ ხდება - 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული 64 მერიდან მხოლოდ ერთია ქალი, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ კვლევის - “2016-2018 წლებში ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში” პრეზენტაციისას განაცხადა.

სულხან სალაძის განცხადებით, სასურველია, უფრო მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში და მათი მონაწილეობა პოლიტიკაში იყოს უფრო აქტიური და ეფექტური.

საია-მ, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კვლევის ფარგლებში შემდეგი ძირითადი მიგნებები და გამოწვევები გამოავლინა.

“2017 წლის ადგილობრივმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბუნებრივი გზით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდა საქართველოში ვერ მიიღწევა;

2017 წლის არჩევნების შედეგად ქალთა რაოდენობა წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში დაახლოებით 1.5 %-ით გაიზარდა და 13.46 % შეადგინა;

64 არჩეული მერიდან მხოლოდ ერთი მერია ქალი (1.56%);

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაჟორიტარული არჩევნები ხელს არ უწყობს ქალთა მონაწილეობის ზრდას, რადგან მაჟორიტარული სისტემით არჩეული ქალების რაოდენობა (8 %) პროპორციულთან (19.59%) შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია;

64 საკრებულოდან 22 საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეული ქალების რაოდენობა არის 0.

ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ პრობლემას წარმოადგენს პარტიების მხრიდან მაჟორიტარულ არჩევნებში არ დაყენება და არა ამომრჩევლის მხრიდან ქალი კანდიდატების მხარდაჭერა. თუ პარტია ამომრჩეველს უყენებს ქალ კანდიდატს, ამომრჩეველი მას მხარს უჭერს. მაგ. ნინოწმინდა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თვითმმართველი ერთეული სადაც არჩეული იქნა ქალი მერი.

გენდერული დანამატს, რომელსაც პოლიტიკური პარტიები იღებენ, ხშირად არ გამოიყენება პარტიაში ქალთა გაძლიერებისათვის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული 18 პოლიტიკური პარტიიდან გენდერულ დანამატად იღებს 15 პოლიტიკური პარტია, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობებში ქალთა რაოდენობა კვლავ ძალიან დაბალია;

წამახალისებელი ნორმის ხარვეზი, კერძოდ, ათეულში ქალების პოზიციონირების არ არსებობა, ვერ უზრუნველყოფს ქალთა რაოდენობის დაფინანსების შესაბამისად პირდაპირ პროპორციულად ზრდას. ხშირად ვხვდებით ქალებს მე-8, მე-9 და მე-10 პოზიციებზე, რაც მათ შანსს არ უტოვებს მოხვდნენ გამსვლელთა რიგებში, გასაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, როდესაც საკრებულოში სულ 15 ადამიანია ასარჩევი და გამსვლელ პარტიებს 5 ადამიანზე მეტი ვერ გაჰყავთ;

რეგიონში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები ფიქრობენ, რომ ქალთა რაოდენობა პოლიტიკაში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე მათ რეგიონში არის საშუალო (53.5 %) ან დაბალი (31.4 %), თუმცა საკუთარ პარტიებში ისინი ამას ვერ ხედავენ და ფიქრობენ, რომ ქალთა რაოდენობა არის საშუალო ან მაღალი;

რეგიონში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა 73.3 % მხარს უჭერს სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით;

რეგიონში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა 87 % ისურვებდა მეტ ქალს საკუთარი რაიონის საკრებულოში”, - აღნიშნულია საია-ს კვლევაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა