ფონიჭალაში ცენტრალური პარკი შენდება

კრწანისის გამგეობის დაფინანსებით, ზემო ფონიჭალაში ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ახალი რეკრეაციული სივრცე 8 000 კვ.მ-ს მოიცავს. აღნიშნული ტერიტორიის თითქმის სრული ნაწილი ამ დრომდე აუთვისებელი იყო.

”პარკში უკვე დასრულებულია განათების ქსელისა და სარწყავი სისტემის მონტაჟი, ასევე, დენდროლოგიური სამუშაოები. მოეწყო გამწვანების თარგები, სადაც 15 სახეობის მცენარე, მათ შორის, ოთხმეტრიანი ხეები და ბუჩქოვანი ნერგები დაირგო.

ამ ეტაპზე, ფონიჭალის ცენტრალურ პარკში ბილიკებისა და შადრევანის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დასასვენებელი სივრცე შესაბამისი ინვენტარით სრულად აღიჭურვება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ახალი პარკით მოსახლეობა მომავალი წლიდან ისარგებლებს”, - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა