გია ხუხაშვილი - გიორგი გახარიამ სწორად დაიწყო და მის მიმართ ჩვენი შეფასებები არის ავანსი, თუმცა ფინიშამდე გზა აქვს გასავლელი

ჯერჯერობით, ჩვენი შეფასებები და განწყობა გახარიას მიმართ არის ავანსი, რომ სწორად დაიწყო, თუმცა ფინიშამდე ჯერ კიდევ გზა აქვს გასავლელი, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ინიციატივების შეფასებისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, გახარიას მიმართ სერიოზული შენიშვნები არ შეიძლება იყოს.

”ბოლო საკადრო გადაადგილებები როგორც გახარიას, ასევე ბახტაძის შემთხვევაში, აბსოლუტურად სწორი ნაბიჯები იყო. ეს ორი ადამიანი არ იყო გარეული ”ხალიჩის ქვეშ” პოლიტიკურ თამაშებში, არ ჰქონდათ ვალდებულება არანაირ სისტემებთან და შესაბამისად, მათ ჰქონდათ კომფორტი, რეალური რეფორმა დაეწყოთ პრობლემური სისტემების. გახარია ამას ძალიან კარგად ავლენს და ძალიან კარგად შეიძლება შეფასდეს ის განაცხადი, რომელიც მან გააკეთა. სისტემის შიგნიდან ვინც არ უნდა დაგვენიშნა ამ თანამდებობაზე, უნდა გვესმოდეს, რომ შს სამინისტრო არის სპეციფიური უწყება და ფაქტობრივად, ყველა მძევალია შიდა სიტუაციის. გარედან ადამიანის მიყვანა, რომელსაც არანაირი ვალდებულებები არ აქვს სისტემასთან, მაქსიმალურ ეფექტს იძლევა. ვხედავთ, რომ ყველა მისი განაცხადი, ყველა ნაბიჯი, მხოლოდ პოზიტიურად შესაძლოა შეფასდეს. სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება თუნდაც იმის გასაკეთებლად, რაც დაგეგმა. სერიოზული შენიშვნები ამ ეტაპზე არ შეიძლება იყოს”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, შს სამინისტროს რეალური რეფორმირება სწორედ კადრის „გარედან“ მიყვანის შემთხვევაშია შესაძლებელი.

”სისტემის შიგნიდან სისტემის რეფორმირება ილუზიაა. იგივე მღებრიშვილს, შესაძლოა, ჰქონდა კიდეც რამის გაკეთების სურვილი, მაგრამ ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, რადგან ის იყო თანამონაწილე ყველაფრის, რაც მანამდე იყო ჩადებული მანკიერი ყველაფერში. ამიტომ, იყო სწორი ნაბიჯი სისტემის გარედან ადამიანის მიყვანა. მე არ მინდა ძველი მინისტრები ზედმეტად გავაკრიტიკო, უბრალოდ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა არაფრის გაკეთების. გაჩნდა შესაძლებლობა და დაიწყო რეფორმირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიმინალური პოლიციის კუთხით დაგეგმილი რეფორმები, რადგან ყველაზე პრობლემური რგოლი, ჩემი აზრით, არის კრიმინალური პოლიცია. თუ ეს რეფორმა იქნება წარმატებული, მაშინ შეგვეძლება საბოლოო დიაგნოზის დასმა. ჯერჯერობით, ჩვენი შეფასებები და განწყობა გახარიას მიმართ არის ავანსი, რომ სწორად დაიწყო, თუმცა ფინიშამდე ჯერ კიდევ გზა აქვს გასასვლელი. რისკები, რომ რაიმე არ გამოვიდეს, არსებობს და მას მოუწევს მაქსიმალური გამჭრიახობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე მიიყვანოს”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებზე იმ ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მინისტრად გახდომის შემდეგ განახორციელებს. მთავარ რეფორმებად გახარიამ საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და საზღვრის დაცვის რეფორმა დაასახელა. მათ შორის გახარიამ უწყებაში ადამიანის უფლებების კუთხით ახალი დეპარტამენტის შექმნა დაანონსა. ამასთან, გახარიას თქმით, სამინისტრო აღადგენს დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას ყოველთვიურ რეჟიმში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა