ზუგდიდში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრას მხარის რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.

საკოორდინაციო შტაბის წევრებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია ზურაბ ჩეკურაშვილმა მიაწოდა. მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ხედვასა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმის ძირითად პრიორიტეტებზე.

”დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, მომავალ წელსაც გაგრძელდება და თითოეული რგოლის, განსაკუთრებით მოსახლეობის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. სახელმწიფოს ქმედებები იქნება კოორდინირებული და თანმიმდევრული, რათა გავუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას“, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

შეხვედრას საკოორდინაციო შტაბის წევრები, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო