თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების გამო 55 ადამიანი დააკავეს

თურქეთის ქალაქებში, სტამბოლში და იზმირში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების გამო 55 ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

თურქმა ძალოვნებმა ერთდროულად 12 მისამართზე ჩაატარეს ოპერაცია. დაკავებულებიდან 45 პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, ისინი ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ.

სპეცოპერაციის ფარგლებში ამოღებულია დოკუმენტები და ციფრული ინსტრუმენტები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს