მიხეილ გიორგაძე - პრემიერი ბოლომდე ცდილობდა, ძალიან კონსტრუქციულად გაეცა პასუხი ყველა კითხვაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პასუხი არავის აინტერესებდა

პრემიერი ბოლომდე ცდილობდა, რომ ძალიან კონსტრუქციულად გაეცა პასუხი ყველა კითხვაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პასუხი არავის აინტერესებდა, - ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

გიორგაძე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას დაპირისპირებას.

”მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან ნათელი იყო. პრემიერი ბოლომდე ცდილობდა, რომ ძალიან კონსტრუქციულად გაეცა პასუხი ყველა კითხვაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პასუხი არავის აინტერესებდა სინამდვილეში. იყო უაღრესად აგრესიული და პროვოკაციული ქმედება და რიტორიკა. რაც მოხდა იმაზე პრემიერმა გააკეთა შესაბამისი განცხადება. რა თქმა უნდა, კარგი არ იყო რაც მოხდა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ სინამდვილეში პასუხი არავის აინტერესებს. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ ასეთი რამ მომხდარიყო”, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა