სოზარ სუბარი - პარლამენტში არ არის ძველი ბიჭებისა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი - ასეთები არიან მელია და მისი თანაგუნდელები

ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ღირსება, უღირსად იქცევიან ყველგან, - ასე გამოეხმაურა პრემიერსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

მისივე თქმით, პარლამენტში არ არის ადგილი ძველი ბიჭების, მოხულიგნო ელემენტებისა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების.

„დღეს მთავრობის შემადგენლობა, რა თქმა უნდა, იქნება მხარდაჭერილი. მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა არის ერთი გუნდი და ასე იქნება ყოველთვის იმიტომ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ავტომატურად გულისხმობს ამას. რაც შეეხება ოპოზიციას, დიდი ნაწილისთვის მთავარი თემა წლების განმავლობაში იყო ადამიანის უფლებების დარღვევა, ღირსების შელახვა და ასე აგრძელებს ცხოვრებას დღესაც. გული სტკივათ და სული აწუხებთ იმის გამო, რომ დღეს ის შესაძლებლობები არ აქვთ, რაც ადრე ჰქონდათ და რასაც აკეთებდნენ ციხეებში თუ სხვაგან. ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ღირსება, უღირსად იქცევიან ყველგან, ყოველთვის, ყველასთან. პარლამენტში არ არის ადგილი ძველი ბიჭების, მოხულიგნო ელემენტებისა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების. ესენი არიან მელია და მისი თანაგუნდელები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა