არჩილ თალაკვაძემ ის არგუმენტები დაასახელა, თუ რატომ უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა სამთავრობო გუნდს მხარს

რეალურად მთავარი შეკითხვა არის ის, თუ რისი გაკეთება შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ ამ წლებში. სწორედ ეს შეკითხვა უნდა გახდეს საფუძველი, რატომ შეიძლება პარლამენტმა მხარი დაუჭიროს მინისტრთა კაბინეტს და პრემიერ - მინისტრს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ იმ არგუმენტებზე ისაუბრა, თუ რატომ უჭერს მხარს საპარლამენტო უმრავლესობა სამთავრობო გუნდს.

”ჩვენ მხარი დავუჭირეთ მთავრობის შემცირებას. ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია უფრო ეფექტური მთავრობისაკენ, უფრო მეტი კოორდინაციისაკენ და ეს არის მოძრაობა უფრო მცირე მთავრობისაკენ. ბუნებრივია, განახლებული შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტი, რომელიც დღეს წარსდება პლენარულ სესიაზე, წარსდგება საინტერესო პროგრამით.

ამ პროგრამის ძირითადი მიმართულებები არის ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურული და სივრცითი მოწყობის მიმართულება, არის სოციალური პასუხისმგებლობა - ჯანდაცვის პროგრამების გაგრძელება და მეტი კონსოლიდაცია საერთაშორისო უსაფრთხოების და თანამშრომლობის სფეროში.

რეალურად მთავარი შეკითხვა არის ის, თუ რისი გაკეთება შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ ამ წლებში და სწორედ ეს შეკითხვა უნდა გახდეს საფუძველი, თუ რატომ შეიძლება პარლამენტმა მხარი დაუჭიროს მინისტრთა კაბინეტს და პრემიერ - მინისტრს.

პასუხი არის ძალიან უბრალო და გაზომვადი - ხელისუფლებამ შეძლო ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, შეძლო ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა და შეძლო ხელშესახები წარმატებების მიღწევა საგარეო მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მინიმუმ 4,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია, ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით 100 მილიონ ლარზე მეტი არის დაზოგილი 2017 წელს და 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვით. ხელშესახები წარმატებები არის ასევე სასჯელაღსრულების სისტემაში, სოფლის მეურნეობის სფეროში და დიამეტრიულად გაუმჯებესებულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა. ეს არის ის არგუმენტები, თუ რატომ უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა სამთავრობო გუნდს მხარს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვით გაიხსნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს