ცოტნე ანანიძე ”ნაცმოძრაობის” წევრებს - კარგად გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი როგორ ექცეოდა პარლამენტს

აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტყვიერი დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ნიკა მელიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. როგორც ცოტნე ანანიძემ განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ბოდიშის ნაწილში იზიარებს და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მიხელ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი შეახსენა.

"თქვენი მორალური და პოლიტიკური ლიდერის დაბადების დღეა და გილოცავთ. კარგად გვახსოვს, ეთიკის ეტალონი სააკაშვილი როგორ ექცეოდა პარლამენტს. პრემიერის ბოდიშის ნაწილს აბსოლუტურად ვიზიარებ",- აცხადებს ცოტნე ანანიძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

"თქვენ გაქვთ უფლება, რომ ტრიბუნიდან შეიგინოთ? ეს არ იყო სწორი და ნორმალურ ქვეყანაში პრემიერი თანამდებობიდან წავიდოდა, თუმცა თქვენ რას გადააყენებთ, მას თანამდებობიდან ბიძინა გადააყენებს", - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დეპუტატები 2018 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს განიხილავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო