ეკა ბესელია - თუ პრემიერს საკუთარი ღირსების და გუნდის დაცვა არ შეუძლია, მის მიმართ შეიძლება კითხვა გაჩნდეს

ვისაც ღირსების განცდა აქვს, იმისთვის იმაზე მეტი თმენის ვალდებულების დაკისრება, რაც გუშინ პრემიერმა იტვირთა, უბრალოდ წარმოუდგენელია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გუშინ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტს.

„ყველაფერს აქვს თავისი მიზეზობრივი კავშირი. ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, რომელთაც გვაქვს ღირსება. ვისაც აქვს ღირსების განცდა, იმისთვის იმაზე მეტი თმენის ვალდებულების დაკისრება, რაც გუშინ პრემიერმა იტვირთა, უბრალოდ წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ჩვენ მოვახერხებთ უფრო ნაკლები ემოციით, უფრო მშვიდად მივუდგეთ საკითხებს, თუმცა, თუ პრემიერს საკუთარი ღირსების დაცვა არ შეუძლია, არ შეუძლია საკუთარ შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა, არ შეუძლია გუნდის დაცვა, ღირსებაზე უარი თქმის შემთხვევაში, პრემიერის მიმართ შეიძლება კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდეს, რადგან მას ავალია ნებისმიერი მოქალაქის დაცვა. მესმის, ემოციურად არ არის ადვილი ამ ყველაფრის ყურება, მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, მაგრამ იმ პოლიტკურ ძალას, რომელსაც მელია წარმოდგენს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის ადამიანის ღირსება, თავმოყვარეობა, რა არის ის ფასეულებები, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, რა თქმა უნდა, ამას ვერ გაიგებს“, - განაცხდა ბესელიამ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გუშინდელ გამოსვლას, ეკა ბესელიას შეფასებით პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო ძალიან დამაჯერებელი.

„გვქონდა შესაძლებლობა ყველა არსებით საკითხზე გვემსჯელა. პირდაპირ ეთერში ხდებოდა ამ პოლიტიკური პროცესის გადაცემა. ყველა დარწმუნდა, რომ მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, ძალიან კონკრეტული ხედვები. რა თქმა უნდა, ნდობის მანდატი ჩვენგან მათ ექნებათ. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ მართლაც შავ-თეთრშია ყველაფერი. შავში არის ის ძალიან მძიმე წარსული, რომლიდანაც ვერ გამოდის სამწუხაროდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი - “ნაციონალური მოძრაობა“ და გუშინდელი დღე იყო ამ ყველაფრის დასტური, რომ ისინი არიან იქ, იმ წარსულში, იმ ხედვით და იმ მენტალობით, რაზეც ჩვენმა მოსახლეობამ უარი თქვა. ჩვენ 5 წლის შემდეგ ვართ იმ რეალობაში, როდესაც არის სრულიად რადიკალური განსხვავება იმ ხედვისა და რეალობისგან, რაშიც ქვეყანა ცხოვრობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ამიტომ რასაკვირველია, მთავრობას ნდობა ექნება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი არის იდეალურად. გვაქვს ძალიან ადეკვატური და ღია, ძალიან გულწრფელი ხედვა იმ გამოწვევებზე, იმ არსებულ ბევრ სირთულზე, რომელიც დასაძლევია, მაგრამ ქვეყანა მიდის წინ. ამიტომაც ამ მთავრობას ამ შემთხვევაშიც ექნება ნდობის მანდატი. პირველ რიგში, პრემიერს, რომელმაც აჩვენა ძალიან კარგი ხედვა და მიუხედავად იმ რთული დღისა, რომელიც გუშინ იყო, ვფიქრობ, რომ ყველაფერზე იყო ძალიან ღია პასუხი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს