პარლამენტის რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა

პარლამენტის რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სესიის მთავარი საკითხი მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხია. პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” აცნობს.

განახლებული მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით არის წარდგენილი: გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერ-მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; დიმიტრი ქუმსიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ლევან იზორია -თავდაცვის მინისტრი; თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი; მიხეილ გიორგაძე -კულტურისა და სპორტის მინისტრი; სოზარ სუბარი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი; ზურაბ ალავიძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ ჯანელიძე - საგარეო საქმეთა მინისტრი; კახა კახიშვილი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; მამუკა ბახტაძე - ფინანსთა მინისტრი; გიორგი გახარია - შინაგან საქმეთა მინისტრი; დავით სერგეენკო - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა