მიხეილ ჯანელიძე კვირიკაშვილსა და მელიას შორის დაპირისპირებაზე - ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია და პროვოკატორების ადგილი პარლამენტში არ უნდა იყოს

ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია და პროვოკატორების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იყოს, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჯანელიძე, გუშინ საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის დაპირისპირებას.

ჯანელიძემ ასევე უპასუხა „ევროპულ საქართველოს“ მიერ, გუშინ, მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას და კითხვებს.

„ევროპულ საქართველოსთან“ იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, არ იყო მზაობა პასუხების მოსმენის და კითხვებიც იყო არარელევანტური, არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური. რა თქმა უნდა, პარლამენტის წევრებს ყველას არ მოეთხოვება იცოდნენ საგარეო პოლიტიკის დეტალები, საერთაშორისო ინსტიტუტების, ორგანიზაციების, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას ახორციელებდნენ წლების განმავლობაში, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ კითხვები, რომლებიც დასვეს, იყო სრულიად უადგილო, არაპროფესიონალური და შესაბამისად, არაკომპეტენტური“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ის გამოეხმაურა სამ ბრალდებას, რომელიც ჯანელიძის თქმით, გუშინ გაჟღერდა ოპოზიციის მიერ.

„იყო საუბარი, რომ მე არ მივდივარ პარლამენტში და არ ვმონაწილეობ დებატებში. მე წელს ორჯერ ვიყავი პარლამენტში მოხსენებით. გუშინ იყო მხოლოდ კითხვები და პასუხების მოსმენის არანაირი სურვილი არ იქნა გამოჩენილი ამ პარტიის მიერ. სანამ არ იქნება მათი მზაობა, რომ იყოს რეალური დებატი და არა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები, ასეთ პროცესს არანაირი აზრი არ ექნება. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საქართველოს მოსახლეობას.

მეორე საკითხი ეხებოდა კონკრეტულად საგარეო პოლიტიკურ აქტივობებს. ძალიან პოპულისტური განცხადება, რომელიც ეხებოდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მძიმე ფაქტი იყო ყველა ჩვენგანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ძალიან კარგად არის ან უნდა იყვნენ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა კეთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მთავრობის მიერ, ისინი დაკავდნენ პოპულისტური განცხადებებით და საუბრობდნენ, რომ თითქოს რაღაც კომუნიკაცია უნდა მოგვეხდინა ევროპარლამენტარებთან, როდესაც ეს ორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის ამ საკითხთან. მე დღეს მოტანილი მაქვს ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რეზოლუცია და განცხადება, რომელიც გაკეთებულია ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს, აშშ-ის მიერ. ეს არის გადაწყვეტილებები, სადაც დაგმობილია, როგორც თავად მკვლელობის ფაქტი, ასევე, ის რეაგირება, რომელიც ჰქონდა საოკუპაციო რეჟიმს. ამიტომ, მათ ვთხოვ, რომ კარგად გაერკვნენ, რას ნიშნავს რეაგირება საერთაშორისო ფორმატებში, რომელ ფორმატებში უნდა მოხდეს ასეთი რეაგირება.

ასევე, ძალიან მწვავედ იდგა საკითხი გუშინ, საქართველოს პოზიციაზე ევროპის საბჭოში რუსეთის ხმის აღდგენასთან დაკავშირებით. აქაც სრული არაკომპეტენტურობა გამოავლინეს, როდესაც ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყეს. მე ძალიან მკაფიო პასუხი გავეცი კომიტეტის ფარგლებში დასმულ ამ კითხვას და აღვნიშნე, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ინსტრუქცია ჩვენი მუდმივი წარმომადგენლისთვის, ეს არის, რომ მისი ჩართულობა იყოს შესაბამისი ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებთან და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. მე ეჭვი მიჩნდება, რომ იმ ადამიანმა, რომელმაც ეს კითხვა დასვა, ეროვნული ინტერესები საერთოდ არ აინტერესებს, მას მხოლოდ პარტიული ინტერესი ამოძრავებს. მინისტრთა კომიტეტი არ არის უფლებამოსილი, განიხილოს რუსეთის ხმის აღდგენის საკითხი, შესაბამისად, ნებისმიერი კითხვა თუ რა პოზიცია დააფიქსირა რუსეთის ხმის აღდგენასთან დაკავშირებით ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა, არის სრული არაკომპეტენტურობა და არაპროფესიონალიზმი. ამასთან, ნებისმიერი განხილვა, რომელიც მინისტრთა კომიტეტში იმართება, არის დახურული და მინისტრთა კომიტეტი რეგულარულად აფრთხილებს ყველა მისიას, ის საკითხები, რომელიც იხილება არ იყოს საჯარო. რაც შეეხება თვითონ ხმის აღდგენის პროცესს, ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და პარლამენტარების კომპეტენცია“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა