მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილმა ამბიციური და ქვეყნის განვითარებაზე გათვლილი პროგრამა წარადგინა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბიციური და ქვეყნის განვითარებაზე გათვლილი პროგრამა წარადგინა.

„გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის განვითარების ძალიან ამბიციური პროგრამა წარმოადგინა. ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე ქვეყნის შიგნით დემოკრატიის, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი ინიციატივებიც იქნა გაჟღერებული ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, გაცხადდა მზაობა შემუშავებულ იქნას საგზაო რუკა, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოებს საბოლოო მიზანთან - ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობასთან“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო