გია ვოლსკი - მე არ გამიგია, რომ ეს იქნება პირდაპირი ჩართვა, ჟენევის ფორმატი არ ითვალისწინებს პრემიერის მონაწილეობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას არ ითვალისწინებს.

გია ვოლსკიმ შეაფასა გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჟენევის დისკუსიებში პირადად ჩაერთოს.

”მე არ გამიგია, რომ ეს იქნება პირდაპირი ჩართვა. ჟენევის ფორმატი არ ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის ჩართულობა იქნება იმ ფარგლებში, რასაც ჰქვია ამ პროცესის მომზადება და სტრატეგიული დაგეგმარება. ასევე ამ საკითხებთან დაკავშირებით ჟენევის ფორმატის ხელშეწყობა პრემიერ-მინისტრის დონეზე. თვითონ კი არ წავა ჟენევაში”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს. ეს განცხადება კვირიკაშვილმა გუშინ, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე გააკეთა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს