გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობა დადო

პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობას დებს.

”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშომლობა. საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მეტი კოორდინაცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. მზად ვართ, მაქსიმალური ჩართულობით გადავწყვიტოთ ის საჭირბოროტო საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ცენტრალურ ღირებულებად ადამიანის უფლებების დაცვა რჩება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა არის პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

კვირიკაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” აცნობს.

იხილეთ ვიდეო: გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობა დადო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა