გორში სტალინის დაბადებიდან 138 წლისთავთან დაკავშირებით, აქცია-მიტინგი მიმდინარეობს

გორში სტალინის დაბადებიდან 138 წლისთავს აღნიშნავენ. ”ერთიანი კომუნისტური პარტიის” წარმომადგენლები და ორგანიზაცია “სტალინელის“ წევრები იოსებ ჯუღაშვილის სახლ-მუზეუმთან დილიდან შეიკრიბნენ.

გორში დედაქალაქიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ასამდე ადამიანია შეკრებილი.

მთავარი მოთხოვნა ამჯერადაც გორში სტალინის ძეგლის დადგმა და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენაა.

დღევანდელ აქცია-მიტინგზე კვლავ გამოჩნდა საბჭოთა სიმბოლიკაც. მომიტინგეებს წითელი დროშები უკავიათ ხელში, რომელზეც გამოსახულია ნამგალი და ურო. ასევე დღევანდელ მიტინგზე არიან მოზარდებიც წითელი ყელსახვევებით, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან პიონერები, თბილისში გაწევრიანდნენ პიონერთა ორგანიზაციაში და შესაბამისად ყელსახვევებსაც ატარებენ.

მომიტინგეებმა სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიიდან გორის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლეს, სწორედ იმ ადგილას, სადაც ადრე საბჭოთა კავშირის ყოფილი ბელადის ძეგლი იდგა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს