პროკურატურა დავით როსტომაშვილის შვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემისთვის, დაზარალებულად ცნობილი პირის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს

იუმორისტ დავით როსტომაშვილის შვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემაზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

სააგენტოს კითხვაზე, დაზარალებულის მიერ ჩვენების შეცვლის გამო, ხომ არ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, პროკურატურაში აღნიშნეს, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება მაშინვე დაიწყო, როგორც კი დაზარალებულად ცნობილმა პირმა ჩვენება შეცვალა.

„დაზარალებულის ქმედებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, რაც გამოიხატა ცრუ ჩვენების მიცემაში. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 370 მუხლით“, - განაცხადეს პროკურატურაში.

იუმორისტ დავით როსტომაშვილის შვილი, გიორგი როსტომაშვილი სასამართლომ გაამართლა. გამოძიება მას, თანამზრახველთან ერთად ყაჩაღობას, ქურობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა დაზარალებულად ცნობილმა პირმა სასამართლოში დაკითხვისას ჩვენება შეცვალა და აღნიშნა, რომ ის თავს დაზარალებულად არ გრძნობს. როსტომაშვილის ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულის გათავისუფლების გადაწყვეტილების საფუძველი სწორედ დაზარალებულის ჩვენების შეცვლა გახდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა