პრემიერი - უახლოეს მომავალში წარვსდგებით სტრატეგიით, როგორ მოვახდენთ მეტ დეცენტრალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის რეგიონებში გადატანას

უახლოეს მომავალში წარვსდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ მეტ დეცენტრალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას, - აღნიშნული განცხადება პარლემენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებისათვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატეგიული ხაზია.

”ჩვენ, საპარლამენტო კოლეგებთან ერთად, უახლოეს მომავალში წარვსდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ კიდევ უფრო მეტ დეცენტალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას. ასევე, ჩვენ გვინდა, ფინანსების განაწილების დროს რეგიონებს გაცილებით მეტი დაფინანსება ჰქონდეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო კვალიფიციური ადამიანური რესურსი იქნას მოზიდული და ადგილზე კიდევ უფრო მოცულობითი პროექტები განახორციელონ. საჭიროებები, რომელიც რეგიონებში არსებობს ყველაზე კარგად ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იციან. თითქოს ეს ბანალური შეჭმარიტება საკმაოდ რთულია განსახორციელებლად. გვექნება 10-წლიანი სტრატეგია, ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ გავზარდით მშპ-ში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, რათა ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების მიმართულებით აბსოლუტურად ევროპულ დონეზე ავიდეთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” აცნობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა