გიორგი კვირიკაშვილი - დანაშაულთან ბრძოლა არის მიმართულება, სადაც ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ

არის გამოწვევები, ხშირ შემთხვევაში ჩვენც არ ვართ კმაყოფილები, მაგრამ დანაშაულთან ბრძოლა არის მიმართულება, სადაც ჩვენ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოს იმ წარმატების შესახებ, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში გვაქვს. პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის საერთო აზრია და ასევე საერთაშორისო პარტნიორების, რომ ამ მიმართულებაში ჩვენ მივაღწიეთ თვისობრივ გარღვევას. დღეს ჩვენ არ გვაქვს მასობრივი უფლებების დარღვევა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სულ უფრო და უფრო მეტი ჰუმანური მექანიზმი შემოგვაქვს და ეს სისტემა გახდა კიდევ უფრო მეტად ჰუმანური, მაგრამ ჰუმანურობა ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა გვქონდეს დისციპლინაც. რა თქმა უნდა საჭიროა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული რეფორმა, რომ ჩვენ თანამედროვე სასჯელაღსრულების დაწესებულებების სისტემაზე გადავიდეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შევამციროთ შანსი სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე ქურდული სამყაროს გავლენის. ამ მიმართულებითაც ჩვენ მნიშვნელოვანი რესურსის დახარჯვა მოგვიწევს და დაგვჭირდება კონსოლიდაცია ამ მიმართულებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია შს სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარია წარსდგა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გეგმით და ”მას აქვს სრული მხარდაჭერა მინისტრთა კაბინეტის და როგორც გუშინ გამოჩნდა, ასევე საპარლამენტო დეპუტაციის”.

„მნიშვნელოვანი იქნება, რომ აქაც კონსოლიდირებულად გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც დანაშაულთან ბრძოლაში ხელშესახებ შედეგს მოგვიტანს. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, ხშირ შემთხვევაში ჩვენც არ ვართ კმაყოფილები, მაგრამ დანაშაულთან ბრძოლა არის მიმართულება, სადაც ჩვენ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში გვაქვს ძალიან ხელშესახები წარმატებები, მაგრამ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მოზარდებში ძალადობის მაჩვენებელი და დანაშაულის მაჩვენებელი. აქ ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, პარლამენტმა ერთობლივი ნაბიჯები, უნდა გადავდგათ, რომ, მივიღოთ ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა