ირანი ტრამპს იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ქვეყნების გაფრთხილების გამო აკრიტიკებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ქვეყნების გაფრთხილების გამო აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.

„ტრამპის რეჟიმი დემოკრატიის უპატივცემულობას ავლენს, როდესაც იმათ ემუქრება, ვინც ეწინააღმდეგება აშშ-ს აგრესიულ მოთხოვნებს. დემოკრატიის ამერიკული ვერსია შემდეგია: ან ჩვენთან ხართ ან ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ამერიკის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, დაფინანსებას შეუწყვეტს.

„ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც. შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენს წინააღმდეგ ხმა. ბევრ თანხას დავზოგავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა