გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას წარადგენს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უახლოეს პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას წარადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„ჩვენი ყველა ქმედება არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ ოკუპაციის უდიდესი პრობლემა, უდიდესი ჭრილობა, ის ჩაკეტილი, საბედისწერო წრე, რომელზეც ჩვენ დავდივართ, გავხსნათ და დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს ნომერ პირველი პრიორიტეტის მქონე პრობლემა მოვაგვაროთ და არ დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებს, აფხაზების მომავალ თაობებს და ოსების მომავალ თაობებს. ეს არის პრობლემა, რომელიც საერთო-სახალხო ჩართულობით უნდა მოგვარდეს და დამერწმუნეთ, თითოეული ჩვენი შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, თითოეული ჩვენი გადადგმული ნაბიჯი იწყება და მთავრდება ამ პრობლემით. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, ხშირად კულისებს მიღმაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, მივიღოთ ხელშესახები შედეგები და არსებული ფორმატებიც გავაააქტიუროთ. ასევე, შემოვიტანოთ ის ინსტრუმენტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ და უფრო მეტი ინსტრუმენტები დავნერგოთ, რათა მივიღოთ მეტი ჩართულობა და გადავდგათ ნაბიჯები დაკარგული ნდობის აღსადგენად. ეს არ არის მარტივი, შეიცავს ძალიან რთულ ნაბიჯებს, ხშირად ეს ნაბიჯები შეიძლება არ იყოს პოპულარული, ყველას მიერ მოწოდებული, მაგრამ დიალოგით ჩვენ უნდა შევძლოთ და მივიღოთ კონსენსუსი იმისათვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები და ჩამოვყალიბდეთ, რა ტიპის ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და სად და რა მოდელით უნდა მოვძებნოთ ერთობა, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, რომ მივცეთ საშაულება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომ მათი ინტერესებიც დაკმაყოფილდეს. ჩვენ პირველმა უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, კონფლიქტში ქართულ-რუსული განზომილება იყო წამყვანი, მაგრამ „ჩვენ არ უნდა უგულვებელვყოთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური განზომილება ამ კონფლიქტში“.

„სწორედ ამიტომ, უახლოეს დღეებში ქეთევან ციხელაშვილი წარმოდგება ძალიან საინტერესო პაკეტით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. იყო კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთანაც და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენთან ერთად ჩამოვყალიბდებით ჩვენი ნაბიჯების იმ პაკეტზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ ნდობის აღდგენის პროცესი, გავააქტიუროთ ეკონომიკური მიმოქცევა და პარალელურად ჩვენ ვდგამთ საერთაშორისო ნაბიჯებს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატის გააქტიურება, დონე ავწიოთ ამ ფორმატში და გვქონდეს შესაძლებლობა კონფლიქტის დარეგულირებაზეც ვისმჯელოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი ხელისუფლების და ეს ამოცანა აუცილებლად უნდა გადავჭრათ, იმიტომ, რომ სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ძალიან საგანგაშო, როგორც ეთნიკური ქართველების კუთხით, ისე თვითონ აფხაზების თვითმყოფადობის შენარჩუნების კუთხით და ოსებისთვისაც. ეს არის ყველაზე დიდი იარა საქართველოს სხეულზე და ჩვენ ამ იარას აუცილებლად ვუმკურნალებთ“, - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა