გიორგი კანდელაკი - მანანა ბერიკაშვილი ვერ ასრულებს მოთხოვნებს, რის გამოც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი მონაწილეობა დგას საფრთხის წინაშე

მანანა ბერიკაშვილი სისტემატურად ვერ ასრულებს გერმანული მხარის მოთხოვნებს, ვადებს, რის გამოც პროექტი დგას უდიდესი საფრთხის წინაშე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც ის 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას გამოეხმაურა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი კვირიკაშვილს შესაბამისი შეკითხვით მიმართა.

„ჩემი კითხვა ეხება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას. ეს მართლაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ბოლო წლების ქართული კულტურისთვის. დიდი უკმაყოფილებაა მწერლებში, გამომცემლებში, რადგან ამ დიდი მნიშვნელობის პროექტის კურატორად დაინიშნა კულტურის სამინისტროდან პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი ქალბატონი ბერიკაშვილი, რომელმაც საზოგადოებას თავი რაფალიანცის საქმით დაამახსოვრა და რაც მთავარია, ის სისტემატურად ვერ ასრულებს გერმანული მხარის მოთხოვნებს, ვადებს, რის გამოც პროექტი დგას უდიდესი საფრთხის წინ. ხომ არ არის შესაძლებელი, რომ წიგნის ცენტრი ჩამოსცილდეს კულტურის სამინისტროს, რომ ეს პროექტი არ ჩაფლავდეს, როგორც ბევრი სხვა პროექტი თქვენი მთავრობის ხელში?“, - მიმართა კანდელაკმა კვირიკაშვილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო