აკაკი ბობოხიძე - ქანთარიას კვირიკაშვილზე საუბრისას ფრთიანი ფრაზა უნდა გაეხსენებინა: ”ღმერთო მეგობრებისგან დამიფარე და მტრებს თვითონ მოვუვლიო”

ნუკრი ქანთარიას გიორგი კვრიკაშვილზე საუბრისას ფრთიანი ფრაზა უნდა გაეხსენებინა - ”ღმერთო მეგობრებისგან დამიფარე და მტრებს მე თვითონ მოვუვლიო”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

ბობოხიძე გამოეხმაურა ნუკრი ქანთარიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ კვირიკაშვილს მტრები აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მიდის.

”ბატონ ნუკრის წავეშველებოდი, რომელიც პრემიერის მტრებზე წუხს. კახელი კაცია და მე მეგონა, რომ გაიხსენებდა ერთ ფრთიან ფრაზას: ”ღმერთო მეგობრებისგან და ძმაკაცებისგან დამიფარე, თორემ მტრებს მე თვითონ მოვუვლიო”. ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის”, - განაცხადა აკაკი ბობიხიძემ, რასაც უმრავლესობაში ხმაური მოჰყვა.

”რა იყო, რა ვთქვი ასეთი, გუშინდელის შემდეგ მოილაპარაკეთ, რომ ავყვეთ ერთმანეთს, თუ რა ხდება? რამ შეურაცხგყოთ? მაცადეთ ბატონ პრემიერთან კითხვის დასმა”, - მიმართა ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

ნუკრი ქანთარიას განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი ძალიან კარგი პრემიერია.

”მინდა დიდი მადლობა გითხრათ ადამიანური, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე წარმოდგენილი ანგარიშისთვის. თუ არ ვცდები მეხუთედ მიხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება და მინდა გითხრათ, რომ ყოველი ნდობის შემდეგ გარკვეული ეტაპები იწყებოდა ხოლმე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ახლა იწყება სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ამ სტრუქტურული გაერთიანების შემდეგ. ჩემი ნაცხოვრები წლები მაძლევს საშუალებას, რომ თქვენ ხართ მართლაც ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი. ეს ნიშანდობლივია სწორედ იმითაც, რომ როდესაც ეს თანამდებობა დაიკავეთ არ ჩანდა, რომ მტრები გყავდათ. ახლა კი ისინი საკმაოდ გამოჩნდნენ და ბევრი შხამითაც არიან გავსებულები, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სწორად მიგყავთ საქმე და დარწმუნებული ვარ მათ ეს შხამი თვითონვე მოინელებთ”, - განაცხადა ქანთარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა