გიორგი ხატიძე - ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ ხედავდეს იმ წარმატებებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხატიძის შეფასებით, პრემიერის გადადგომის საკითხზე დაწყებული კამპანია ვაკჰანალიას ჰგავს.

როგორც ხარიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, ეს ვაკჰანალია ნათლად წარმოჩინდა გუშინდელი დღით, როდესაც „ნაცინალურმა მოძრაობამ“ პრემიერს პროვოკაცია მოუწყო“.

„ვაი პოლიტიკოსები და ვითომ ექსპერტები აწარმოებენ ბოლო დღეებში კამპანიას პრემეირ-მინისტრის წინააღმდეგ, სადაც საუბრობენ გადადგომა-არ გადადგომაზე. ეს სხვა არაფერია, თუ არა ვაკჰანალია, რაც გუშინ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყოველგვარ ზღვარს გადასული პროვოკაციის სახით. ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ ხედავდეს იმ წარმატებებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, სწორედ თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. მინდა მოგიწოდოთ, რომ იყოთ მხნედ და გააგრძელოთ მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, ჩემი პოზიცია თანხვედრაშია ჩვენი მმართველი პოლიტიკური ძალის ყველა წევრის მოსაზრებასთან“, - განაცხადა გიორგი ხატიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო