ეროვნულ ბიბლიოთეკას აკაკი ხოშტარიას არქივის დიგიტალური ვერსია გადაეცა

ეროვნულ ბიბლიოთეკას ცნობილი ქართველი მეცენატის აკაკი ხოშტარიას არქივის დიგიტალური ვერსია გადაეცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.

„დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკას ირანის რესპუბლიკის კულტურის ატაშე მოჯთაბა ქამრანფარდი ეწვია. ის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგი კეკელიძეს შეხვდა და რამდენიმე თვის წინათ მიღწეული შეთანხმების თანახმად აკაკი ხოშტარიას არქივის დიგიტალური ვერსია გადასცა.

ეროვნული ბიბლიოთეკა ირანის რესპუბლიკის საელჩოსთან ერთად იწყებს აქტიურ მუშაობას ირანის ქართული ემიგრაციის შესახებ მასალების მოსაპოვებლად და შესასწავლად“, - აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა