დიმიტრი ცქიტიშვილი შრომის ინსპექციის გასაძლიერებლად 2018 წლის პირველივე ნახევარში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი შრომის ინსპექციის გასაძლიერებლად 2018 წლის პირველივე ნახევარში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

ცქიტიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ფუნდამენტურად გაუმჯობესების მიუხედავად, ჯერ კიდევ გარკვეული ჩამორჩენაა შრომითი უფლებების მიმართულებით.

„მიუხედავად იმისა, რომ იქმნება სამუშაო ადგილები, ჯერ კიდევ არის საჭიროება იმისი, რომ ხარისხიან სამუშაო ადგილზე იყოს მეტი აქცენტი გაკეთებული. საჭიროა ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც 2005-2006 წლიდან პრაქტიკულად სრულიად მოიშალა და დღეს თავიდან ვაყალიბებთ. აუცილებელია ამ მექანიზმების განახლება, თუ ჩვენ გვინდა მართლაც ევროპული ტიპის სისტემა ავაგოთ, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების სამუშაო პირობების დაცულობას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა