ზაზა პაპუაშვილი - ნამეტან ანგარიშს ვუწევთ „ნაციონალურ მოძრაობას“

უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა მოსახლეობა ”ნაციონალური მოძრაობის” დღის რეჟიმიდან გამოვიყვანოთ”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილი ტრიბუნიდან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დაპირისპირებას და მომხდარს სამარცხვინო უწოდა.

”მე ვფიქრობ, რომ დროსთან მიმართებაში ადეკვატურად, მაგრამ უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ყველა მიმართულებით, რათა ჩვენც და ქვეყნის მოსახლეობაც გამოვიყვანოთ აი, ამ ”ნაციონალური მოძრაობის” დღის რეჟიმიდან. მე ვფიქრობ, ნამეტან ანგარიშს ვუწევთ ჩვენ მათ, თუ არადა ვნახეთ გუშინდელი სამარცხვინო, უმსგავსო გამოსვლა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობამ იხილა”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა