გლდანის ნაწილს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება

თბილისში, გლდანის ნაწილს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 22 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის რაიონში, ავჭალის დასახლების ბიჭვანთის ქუჩა №1, №1ა, №2, №3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და ჩიქვანაიას IV ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

„შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის”, - აცხადებენ კომპანიაში.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო