ელენე ხოშტარია კვირიკაშვილს - აპირებთ თუ არა შეცვალოთ მანკიერი პრაქტიკა, როცა საპარლამენტო უმცირესობასთან მოსვლაზე მინისტრების ნაწილი ქილიკობს?

აპირებს თუ არა ახალი შემადგენლობა შეცვალოს ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც პარლამენტში მოსვლაზე თქვენი მინისტრების ნაწილი ღიად ქილიკობს, - ამ შეკითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი კვირიკაშვილს.

„გუშინ დაგისვით ეს შეკითხვა, მაგრამ სამწუხაროდ, მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. თუ შეიძლება დღეს რომ ძალიან კონკრეტულად გვიპასუხოთ, აპირებს თუ არა ახალი შემადგენლობა შეცვალოს ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც პარლამენტში უმცირესობის სხდომაზე მოსვლაზე თქვენი მინისტრები, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი, ღიად ქილიკობს. პირველ რიგში, თავი რომ დავანებოთ ოპოზიციასთან ურთიერთობას, რაც ყველას ინტერესია, ქვეყნის ნორმალური ცხოვრების ინტერესია, უბრალოდ კანონდარღვევაა და მთლიანობაში ძალიან არაჯანსაღ კლიმატს ქმნის, როდესაც არ გვაქვს საშუალება, რომ ვისაუბროთ საქმიანად მინისტრებთან, მათ შორის, ადამიანებში დაგროვილი შეკითხვები დავსვათ. მაგალითად, სოზარ სუბარი გუშინაც კი ხუმრობდა ამ თემაზე, როდესაც მე მას წერილი მივაწოდე - 2017 წლის იანვარში გაგზავნილი მოთხოვნა, რომელიც მან საჯარო უარყო, რომ არ იცოდა საერთოდ ამის შესახებ. ზოგადად, დამოკიდებულება, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის არის ძალიან არასერიოზული. მაინტერესებს, აპირებთ თუ არა ეს მანკიერი პრაქტიკა შეიცვალოს ამ ახალ შემადგენლობაში“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, ელენე ხოშტარიას განცხადებით, შემდეგ კითხვას დასვამს იმ დევნილის სახელით, რომელიც მას დაუკავშირდა და შეკითხვა ბინებით დაკმაყოფილების თემას ეხება.

„ახსენეთ, რომ ეს მწვავე თემაა და კარგია, რომ ეს გამოწვევების რიცხვში ჩამოთვალეთ. ბატონო გიორგი, იქნებ გვითხრათ, არსებული ტემპით რამდენი წელი დასჭირდება, რომ დევნილები დაკმაყოფილდნენ ბინებით. როდესაც საუბრობთ, რომ ეს ტემპი უნდა დაჩქარდეს, რა კონკრეტული ხედვა და გეგმა გაქვთ ამ ტემპის დაჩქარების და რამდენად შეიძლება დაჩქარდეს?“, - მიმართა ხოშტარიამ კვირიკაშვილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო