ასოციაცია „ანიკა“ სოციალური მუშაკის რეფორმის დაწყებას ეხმიანება

ასოციაცია „ანიკა“ ეხმაურება და დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს და რეფორმას სოციალური მუშაკის შესახებ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ასოციაციიდან აცნობეს, კანონპროექტი გულისხმობს სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ადამიანის ინდივიდუალური უფლებების დაცვას, კონკრეტული საჭიროებების გამოვლენასა და შეფასებას, პრევენციისთვის აუცილებელი მექანიზმების შექმნას, ასევე, სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზაციასა და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შექმნას.

„მოწყვლადი ჯგუფების (განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის) საჭიროებების, უფლებებისა და ინტერესების დაცვის, სოციალური სერვისების განვითარების, ასევე, საფრთხეების პრევენციის ეფექტური მექანიზმების შემუშავებასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს სტანდარტი უკვე მოქმედებს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და მისასალმებელია, რომ ამ გამოწვევას ადკევატურად პასუხობს ქართული სახელმწიფო.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ახალი კანონის მისაღებად და რეფორმის განსახორციელებლად ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა ის ფაქტი, რომ კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე კანონის პროექტის მიღებას პარლამენტში მომდევნო წლის საგაზაფხულო სესიისთვის აანონსებს, განგვაწყობს ოპტიმისტურად და გვაძლევს იმის საფუძვლიან რწმენას, რომ პროცესი არ გაჭიანურდება და ადეკვატურ დროში იქნება განხორციელებული.

ჩვენი ორგანიზაცია არა ერთი წელია აქტიურად მუშაობს სოციალური სერვისების განვითარებისა და შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული პროგრამების განხორციელების სფეროებში, ამიტომ პროცესიის საჯაროობა და ფართო სპექტრის ჩართულობა იქნება გარანტია, რომ ნაკისრი ვალდებულებები სწორად წარიმართება.

კიდევ ერთხელ, მივესალმებით აღნიშნულ წამოწყებას სოციალური და ინდივიდუალური უფლებების განმტკიცებისთვის და გამოვთქვამთ მზადყოფნას თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს