სოფიო კილაძე ელენე ხოშტარიას - კაცმა არ იცის სად აორთქლდა 2008 წელს დონორი ქვეყნებისგან დევნილებისთვის გადმორიცხული 4 მილიარდი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, სოფიო კილაძის განცხადებით, ”ევროპული საქართველოს” წევრს, ელენე ხოშტარიას დევნილების საცხოვრებლებზე კითხვის დასმა არ მოუწევდა, 2008 წელს ხელისუფლებას გამოყოფილი 4 მილიარდი მიზნობრივად რომ დაეხარჯა. როგორც კილაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, დღეს ხელისუფლებას სწორი პოლიტიკა აქვს ამ მხრივ და დარწმუნებულია, რომ დევნილებისთვის საცხოვრებლების გადაცემის პროცესი მალე მივა ბოლომდე.

„2008 წელს ის 4 მილიარდი, რაც გადმოირიცხა ჩვენი დონორი ქვეყნებიდან, დევნილებზე რომ მიგემართათ, რაზეც იყო რეალურად გამოყოფილი ეს თანხა და კაცმა არ იცის სად წავიდა, სად აორთქლდა, დღეს ქალბატონ ელენეს ამ კითხვის დასმა არ მოუწევდა ბატონი სოზარისთვის და ბატონი პრემიერისთვის. ყველა დევნილი დაკმაყოფილებული იქნებოდა საცხოვრებელი ბინით. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სწორი პოლიტიკა, ბიუჯეტის ფარგლებში რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ ამ ადამიანებს ფართებით და დარწმუნებული ვარ ეს პროცესი ძალიან მალე მივა ბოლომდე“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ კითხვას დასვამს იმ დევნილის სახელით, რომელიც მას დაუკავშირდა და შეკითხვა ბინებით დაკმაყოფილების თემას ეხება.

„ახსენეთ, რომ ეს მწვავე თემაა და კარგია, რომ ეს გამოწვევების რიცხვში ჩამოთვალეთ. ბატონო გიორგი, იქნებ გვითხრათ, არსებული ტემპით რამდენი წელი დასჭირდება, რომ დევნილები დაკმაყოფილდნენ ბინებით. როდესაც საუბრობთ, რომ ეს ტემპი უნდა დაჩქარდეს, რა კონკრეტული ხედვა და გეგმა გაქვთ ამ ტემპის დაჩქარების და რამდენად შეიძლება დაჩქარდეს?“, - მიმართა ხოშტარიამ კვირიკაშვილს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს